"ირაკლი კობახიძეს ოპოზიციისგან მხარდაჭერა სავარაუდოდ, არ ექნება და არც სჭირდება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ირაკლი კობახიძეს იმისთვის, რომ იყოს წარმატებული პრემიერი, აქვს ინტელექტუალური შესაძლებლობები, გამოცდილება, უნარი წარმართოს პროცესები სწორად, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ის კარგი პრემიერი იქნება და, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა ექნება“, - განაცხადა დავითულიანმა.
დღეს პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს. პრემიერ მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას გააცნობს, რის შემდეგაც კანონმდებლების კითხვებს უპასუხებს. დებატების შემდეგ სხდომა კენჭისყრით დასრულდება. სესიამდე პრემიერ მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატები საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდნენ.