“ალბათ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მთავრობა და პრემიერ-მინისტრი”, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ამ დღეების განმავლობაში ნათლად გამოჩნდა, რომ ეს მინისტრთა კაბინეტი ნამდვილად იმსახურებს ნდობის გამოცხადებას. პრემიერობის კანდიდატი ნამდვილად არის ახალი სიტყვა ჩვენი ქვეყნის, ხელისუფლების და მთავრობის საქმიანობაში. ალბათ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მთავრობა და პრემიერ-მინისტრი. ჩვენ საუბარი გვექნება კიდევ ერთხელ იმ პრიორიტეტებზე, რაც ერთობლივად დავსახეთ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
დღეს პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს. პრემიერ მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას გააცნობს, რის შემდეგაც კანონმდებლების კითხვებს უპასუხებს. დებატების შემდეგ სხდომა კენჭისყრით დასრულდება. სესიამდე პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატები საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდნენ.