„სამწუხაროა, რომ ოპოზიცია კვლავაც ჩარჩენილია დესტრუქციაში. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
„ჩვენ ვიცით და მოვისმინეთ ასევე ირაკლი კობახიძის ხედვა, რომ მთავარი ამოსავალი წერტილი იქნება ქვეყნის კიდევ უფრო გაძლიერება. ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის ხედვა, რომ მისთვის პრიორიტეტული იქნება თითოეული რეგიონის თანაბრად განვითარება. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია კვლავაც ჩარჩენილია დესტრუქციაში. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტილა“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.
საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და ნდობის გამოცხადებისათვის წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას შეხვდა.