კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს შეხვდა. შეხვედრაზე სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გარღმავებაზე ისაუბრეს.
„ამ შეხვედრით ბევრი საინტერესო გეგმა დაისახა. ვფიქრობ, რომ კულტურული ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ეტაპზე გადავა, რადგან დავიწყებთ აშშ-ს კონგრესთან კულტურის სფეროს მიმართულებით ურთიერთობებს. ისინი მზად არიან, როგორც სახელოვნებო განათლების რეფორმებში, ისე სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერა გამოხატონ“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.