logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაშიც ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც მთავრობის მეთაურმა უდიდესი წვლილი შეიტანა
- +

8 თებერვალი. 2024. 12:33

 

 

გასულის სამი წლის განმავლობაში უაღრესად წარმატებული საქმიანობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის სამთავრობო პროგრამას წარადგენს.

 

„პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი საქმიანობა დაემთხვა გლობალურ პანდემიას, საქართველოში შექმნილ ხელოვნურ პოლიტიკურ კრიზისს, უკრაინის ომს და მასთან დაკავშირებულ ურთულეს გამოწვევებს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის კუთხით. ამ უმძიმეს ფონზე ჩვენმა ქვეყანამ შეძლო მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება. სამ წელიწადში თითქმის გაორმაგდა დოლარში საქართველოს ნომინალური ეკონომიკა და საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაშიც ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც მთავრობის მეთაურმა უდიდესი წვლილი შეიტანა“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner