logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გასულ დღეებში სტიქიამ და უბედურმა შემთხვევამ ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა, თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს
- +

8 თებერვალი. 2024. 13:00

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სტიქიისა და უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს თანაგრძნობა გამოუცხადა, ხოლო სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა. მან ასევე სამძიმარი გამოთქვა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო.

 

„გასულ დღეებში სტიქიამ და უბედურმა შემთხვევამ ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. ვუერთდები სამძიმარს, თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. მადლობას ვუხდი სახელმწიფო უწყებებს, მაშველებს, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც სამაშველო და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში არიან ჩართული.

 

გამოვთქვამ სამძიმარს გამორჩეული ქართველი ხელოვანის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner