logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: თავდაცვისუნარიანობის ამაღლება სახელმწიფო სუვერენიტეტის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია
- +

8 თებერვალი. 2024. 13:26

 

 

ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება სახელმწიფო სუვერენიტეტის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია. შესაბამისად, გაგრძელდება აქტიური მუშაობა გრძელვადიანი დაგეგმვის ფარგლებში დასახული თავდაცვის მიზნების მისაღწევად, - ამის შესახებ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის ძალებმა ურთულესი გზა გამოიარა: ბრძოლები ტერიტორიული მთლიანობისათვის, რუსეთ-საქართველოს ომი, საერთაშორისო მისიები. ყველგან და ყოველთვის, ქართველი ჯარისკაცები გმირულად იცავდნენ სამშობლოს ღირსებას. ფასდაუდებელია მათი გმირობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული სამხედროების ხსოვნის წინაშე.

 

მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო თავდაცვის ძალების მეთაურის, მისი მოადგილეების, გენერალური შტაბის, სარდლობების ხელმძღვანელების, გენერლების, ოფიცრების, სერჟანტების, კაპრალების და თითოეული რიგითის მიმართ.

 

ქართველი ჯარისკაცები იმსახურებენ განსაკუთრებულ პატივისცემას მთავრობის მხრიდან. შესაბამისად, სამხედროების, მათი ოჯახის წევრებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრების სამსახურებრივი პირობების გაუმჯობესებას და მათთვის სათანადო სოციალური გარანტიების შექმნას საგანგებო ყურადღება დაეთმობა.

 

გაგრძელდება თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, ჯარის აღჭურვა, ინფრასტრუქტურის განახლება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რესურსების გაძლიერება. ჩატარდება ეროვნული და მრავალეროვნული სწავლებები. ამოქმედდება რეზერვისა და მობილიზაციის მდგრადი სისტემა“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner