“ჩვენი ხელისუფლების პირობებში, განსაკუთრებით ბოლო წლებში არაერთი პროგრესული გადაწყვეტილება იყო მიღებული შშმ პირთა უფლებების განმტკიცებისთვის, თითოეული ამ გადაწყვეტილების მიღების დროს უზარმაზარი იყო ირაკლი კობახიძის მხარდაჭერა, მისი მონაწილეობა ბევრ შემთხვევაში იყო გადამწყვეტი”, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა.
„დღევანდელი დღე არის საუკეთესო შესაძლებლობა ჩვენი საზოგადოებისთვის, დაინახოს ის უზარმაზარი ღირებულებითი სხვაობა, რომელიც არსებობს ჩვენს გუნდსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. როდესაც უსმენ პრემიერობის კანდიდატის გამოსვლას, შემდეგ კი იმ კითხვებს, რომლებსაც სვამენ ამ დარბაზში, შეუძლებელია, კიდევ ერთხელ არ დაინახო ეს უპირატესობა და დიდი სხვაობა. დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძის პრემიერობის დროს „ქართული ოცნება“ დამსახურებულად და სამართლიანად მიიღებს ჩვენი მოსახლეობის ისტორიულ მხარდაჭერას და ეს ოქტომბრის არჩევნებზეც აისახება.
ჩვენი ხელისუფლების პირობებში, განსაკუთრებით ბოლო წლებში არაერთი პროგრესული გადაწყვეტილება იყო მიღებული შშმ პირთა უფლებების განმტკიცებისთვის, განსაკუთრებით გამოვყოფ საკონსტიტუციო გარანტიებს შშმ პირთ უფლებებისთვის, რასაც თანმიმდევრულად შემდეგ მოჰყვა ახალი კანონი, ფაკულტატიური ოქმის რატიფიცირება, მნიშვნელოვნად, ზოგ შემთხვევაში ხუთჯერ გაზრდილი ბიუჯეტი შშმ პირთა სოციალურ და მიზნობრივ პროგრამებში. მე მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ თითოეული ამ გადაწყვეტილების მიღების დროს უზარმაზარი იყო ირაკლი კობახიძის მხარდაჭერა, მისი მონაწილეობა ბევრ შემთხვევაში იყო გადამწყვეტი და საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს. ამავდროულად არ ვიქნები მართალი, თუ არ აღვნიშნავ იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც გვქონდა სხვა დარგობრივი მიმართულებებით შშმ პირთა უფლებების თვალსაზრისით. არ შემიძლია არ გამოვყო კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პირადად მინისტრის ისტორიული მხარდაჭერა ქართველი პარალიმპიელებისა და პარასპორტის მიმართულებით. მიმდინარე წელი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით დაიწყო, როდესაც სტიპენდიებზე ვსაუბრობთ ჩვენ და ამ პროგრამაში 41 ქართველი პარასპორტსმენტი მოხვდა. დარწმუნებული ვარ, ეს მხარდაჭერა კონკრეტულ შედეგებში და გამარჯვების ისტორიებში გარდაისახება“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.