logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია ვაზისუბნელებს: ყველაფერს ვიღონებ, რომ თქვენი პრობლემები უმოკლეს ვადაში გადაიჭრას!
- +

13 სექტემბერი. 2016. 22:53



„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის",  ვაზისუბნისა და მე-8 ლეგიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ლატარია  ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდა.


შეხვედრაზე, ირაკლი ლატარიამ, იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელთა გადაჭრაც დიდ ძალისხმევასთან არ არის დაკავშირებული და სურვილისა და ერთობლივი ქმედების შემთხვევაში, დროის უმოკლეს ეტაპზეა შესაძლებელი. 


ვგულისხმობ კორპუსების გამაგრებით სამუშაოებს, წყალგაყვანილობასა და ზოგადად,  წყლის პრობლემას, რომელიც პარადოქსია, მაგრამ   21-საუკუნეში მაინც არსებობს.   ამ ყველაფერს  სწორი გათვლა, სწორი დაგეგმარება სჭირდება. ამის შემდეგ კი, მართლაც ყველა პრობლემის მოგვარება  გახდება შესაძლებელი,"-აღნიშნა ლატარიამ.


მისივე თქმით, ის ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება ადგილობრივ მოსახლეობას და მათ პრობლემებს ეცნობა.


ვეცნობი ინდივიდებს, ვუსმენ მათ შეხედულებებს, ვცდილობ, გავითავისო თითოეული მათგანის პრობლემა და გავითვალისწინო მათი რჩევები. თვითონაც აქ ვცხოვრობ და შესაბამისად, უფრო უკეთ მესმის თითოეული მათგანის ტკივილი.

 

დღეს ერთობლივ თანამშრომლობაზე შევთანხმდით, გავიარეთ ის გეგმები, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც მიზნის მიღწევას აუცილებლად შევძლებთ, დავსახეთ პრობლემების მოგვარების გზები. საერთო ჯამში, არ დაგპირდებით არაფერს, თუმცა ყველაფერს ვიღონებ, თქვენი პრობლემები უმოკლეს ვადაში გადაიჭრას",- განაცხადა ირაკლი ლატარიამ გამართულ შეხვედრაზე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner