logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: „კარენოი ნაცები“ ძალიან აკადემიურები ჩანან და ეს გახარიები და „ლელო“ რა დღეში არიან? მარგინალები და რადიკალები გახდნენ
- +

8 თებერვალი. 2024. 14:39

 

 

„კარენოი ნაცები“ ძალიან აკადემიურები ჩანან. ხმის ტონალობაშიც ეტყობათ. შესძლებიათ. ეს გახარიები და ეს „ლელო“ რა დღეში არიან? მარგინალები და რადიკალები გახდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

 

„რასთან გვაქვს საქმე? ორი დღეა ვკითხულობ. გუშინ საერთოდ არ შემოვიდნენ დამწვარი მუსტანგის მიმდევრები. საერთოდ არ მოუსმინე. შესაძლებლობა გაქვს, რომ კითხვა დაუსვა პრემიერობის კანდიდატს და დღეს საერთოდ არ შემოვიდნენ. გახარიების არ მიკვირს. გაიშიფრნენ და ამიტომ გაბრაზებულები არიან. სამეგრელოში ხალხი მოატყუეს „ქართული ოცნების“ მეორე პარტია ვართო და ამით მოატყუეს საზოგადოება. „ნაცები“ უტყდებათ. იციან, რომ ისინი გაკოტრებულები არიან. აბა სამეგრელოში და რუსთავში კოალიცია ვინ შეუქმნა „ნაცებს“? მე მივმართავ ბატონ კირკიტაძეს, ის არის ძველი და ნაღდი „ნაცი“ მიიღეთ თქვენს შემადგენლობაში, გაშიფრულები არიან უკვე. ვერ გადალახავენ ზღვარს და გაგიჭირდებათ მერე. მიიღეთ გახარიები და „ლელოს“ ვაცადოთ მუსტანგით კატაობა“, - აღნიშნა ზარქუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner