logo_geo
eng_logo
დავით ზილფიმიანი ირაკლი კობახიძეს: გაზვიადების გარეშე ვიტყვი - თქვენში ასევე დავინახე უნარი, რომ ოპოზიციის მთელ შემადგენლობასთან ურთიერთობა კონსტრუქციულობაში მოაქციოთ
- +

8 თებერვალი. 2024. 14:41

 

 

გუშინ ჩემთვის პირადად ღირსშესანიშნავი დღე იყო. გაზვიადების გარეშე ვიტყვი - თქვენში დავინახე ასევე ის უნარი, რომ კონსტრუქციულობაში მოაქციოთ ურთიერთობა ოპოზიციის მთელს შემადგენლობასთან. გუშინ არაერთმა ჩვენმა კოლეგამ ოპოზიციიდან აღიარა, რომ გუშინდელი შეხვედრა ნამდვილად კონსტრუქციულად წარიმართა, - ამის შესახებ დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მისამართით განაცხადა.

 

„ბატონო ირაკლი, უმნიშვნელოვანესია, რომ სამართლიანობის განცდა შევქმნათ. ძალიან გთხოვთ, რომ ამას მიაქციოთ ყურადღება. ეს ჩვენი მოქალაქეების შინაგანი მოთხოვნაა. მე ოპტიმიზმით ვუყურებ თქვენ კაბინეტს“, - განაცხადა ზილფიმიანმა.

 

პარლამენტში საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner