„გუშინ ჩემთვის პირადად ღირსშესანიშნავი დღე იყო. გაზვიადების გარეშე ვიტყვი - თქვენში დავინახე ასევე ის უნარი, რომ კონსტრუქციულობაში მოაქციოთ ურთიერთობა ოპოზიციის მთელს შემადგენლობასთან. გუშინ არაერთმა ჩვენმა კოლეგამ ოპოზიციიდან აღიარა, რომ გუშინდელი შეხვედრა ნამდვილად კონსტრუქციულად წარიმართა“, - ამის შესახებ დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მისამართით განაცხადა.
„ბატონო ირაკლი, უმნიშვნელოვანესია, რომ სამართლიანობის განცდა შევქმნათ. ძალიან გთხოვთ, რომ ამას მიაქციოთ ყურადღება. ეს ჩვენი მოქალაქეების შინაგანი მოთხოვნაა. მე ოპტიმიზმით ვუყურებ თქვენ კაბინეტს“, - განაცხადა ზილფიმიანმა.
პარლამენტში საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.