logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე: ქართველმა ხალხმა მათ მანდატი გადასცა იმისთვის, რომ იფიქრონ კონსოლიდირებისთვის, რომელიც ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება
- +

8 თებერვალი. 2024. 14:43

 

 

ეკონომიკურ წინსვლას განაპირობებს თითოეული ჩვენგანის დიდი ძალისხმევა, მათ შორის ოპოზიციის, თავისი როლის შესრულებაში, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

„მივესალმები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს. მე მინდა წარმატებები გისურვოთ და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იქნებით წარმატებული პრემიერ-მინისტრი თქვენს გუნდთან ერთად ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. მე მინდა გამოვეხმაურო ერთგვარ ხაზს, რომელიც ბატონმა ვაშაძემ, შემდეგ მანჯგალაძემ გააჟღერა და თქვენგან ითხოვდნენ უთხრათ სამუშაო ადგილები როგორ შეიქმნება. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ძალიან კარგად იცით და ასევე მინისტრობის ყველა კანდიდატმა, რომ არსად შევარდნით, ალყაში მოქცევით, ასეთი დესტრუქციით სამუშაო ადგილები არა თუ არ იქმნება, პირიქით, ზიანდება ქვეყანა და ქვეყნის იმიჯი. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ქვეყანას ეს არ სჭირდება, როგორც მაშინ არ სჭირდებოდა. იმედი მინდა ვიქონიო ეს ადამიანები გაიაზრებენ, რომ სამუშაო ადგილების შექმნას სჭირდება ქვეყნის ინტერესების გვერდით დგომა. დარწმუნებული ვარ ძალისხმევას არ დაიშურებთ იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას. ეკონომიკურ წინსვლას განაპირობებს თითოეული ჩვენგანის დიდი ძალისხმევა, მათ შორის ოპოზიციის, თავისი როლის შესრულებაში. ქართველმა ხალხმა მათ მანდატი გადასცა და გადასცა არა იმისთვის, რომ სადმე შევარდნა და გამოვარდნაზე იფიქრონ, მთელი ეს წლები რასაც მოანდომეს, არამედ იფიქრონ კონსოლიდირებისთვის, რომელიც ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner