logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ანა ნაცვლიშვილს: თქვენს გულსაბნევზე ჯერ უნდა იყოს საქართველოს დროშა, შემდეგ ევროკავშირის, იქნებ, თქვენს პარტიაში ასეთი გულსაბნევები დაამზადოთ
- +

8 თებერვალი. 2024. 15:00

 

 

თქვენს გულსაბნევზე ჯერ უნდა იყოს საქართველოს დროშა, შემდეგ ევროკავშირის. იქნებ, თქვენს პარტიაში ასეთი სახის გულსაბნევები დაამზადოთ”, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ წევრს, ანა ნაცვლიშვილს პარლამენტში.

 

მისივე თქმით, ამას გულისხმობს ეროვნული დროშის გამოსახვის სტანდარტი.

 

მანამდე ანა ნაცვლიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს კითხვით მიმართა: „პრემიერს ასახელებს ადამიანი, რომელსაც ევროპის პარლამენტი უწოდებს რუს ოლიგარქს. რუსი ოლიგარქის მიერ დასახლებული პრემიერი შეძლებს თუ არა, მოახდინოს დეოლიგარქიზაცია და წაიყვანოს ქვეყანა ევროპისკენ“.

 

„ქალბატონო ანა, შეგატყვეთ, რომ გულსაბნევი გაქვთ ევროკავშირის და საქართველოს დროშით. როგორც ჩანს, ეს გულსაბნევი სადღაც გაჩუქეს, თუმცა, მგონი, თქვენს პარტიას არ გაუჭირდება, დაამზადოს სხვა სახის გულსაბნევი. თქვენ ხართ საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო ეროვნული დროშის გამოსახვის სტანდარტი გულისხმობს, რომ ჯერ უნდა იყოს საქართველოს დროშა, შემდეგ ნებისმიერი სხვა დროშა. თქვენს გულსაბნევზე თქვენგან მარჯვნივ უნდა იყოს ჯერ საქართველოს დროშა, შემდეგ ევროკავშირის. გთხოვთ, იქნებ, თქვენს პარტიაში შეძლოთ და ასეთი სახის გულსაბნევები დაამზადოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner