„ოპოზიცია ხელოვნური გაერთიანებებით საზოგადოებას ატყუებს, ვიცით, როგორ მძიმედ მთავრდება ხოლმე ასეთი გაერთიანებები“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, ასეთი სუსტი ოპოზიცია საქართველოში არ ყოფილა.
„ეს სისუსტე არის დამსახურებული და სამართლიანიც, ვინაიდან ამ ადამიანებმა თავის დროზე გადაწყვიტეს, ოპოზიციაში ჩასდგომოდნენ ჩვენი ქვეყნის წინსვლას, განვითარებას. საკუთარ შეცდომებზეც თუ ვერ სწავლობენ და სწორი დასკვნები არ გამოაქვთ, მით უარესი მათთვის. ეს კინო ნანახი გვაქვს, ვიცით, როგორ მძიმედ მთავრდება ხოლმე ხელოვნური გაერთიანებები მათთვის, ვინც ამას კადრულობს. ანუ ამ გაერთიანებებით, ფაქტობრივად, საზოგადოებას ატყუებენ, ერთიანდებიან ანგარებით ან დავალებით და არა ღირებულებების ირგვლივ. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს მაინც კარგი პროცესია, რადგან ქართული პოლიტიკური ველი მსგავსი სუბიექტებისგან გაიწმინდება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.