„ძალიან არ უნდათ მავანთ ბიძინა ივანიშვილის სახელის ხსენება, არათუ მისი დამსახურების აღნიშვნა ქვეყნისთვის იმ მნიშვნელოვან პროცესებში, რასაც ადგილი ჰქონდა 2012 წლიდან, მაგრამ ეს ფაქტია და ფაქტებს ვერავინ გაექცევა“, - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, საქართველოში არავინ უჩივის გულმავიწყობას და რაც არ უნდა გადაჯგუფ-გადმოჯგუფდნენ, წარსული ყველას ერთი აქვს, ეს წარსული კი „ნაციონალური მოძრაობა“ და მიშა სააკაშვილია.
„ძალიან არ უნდათ მავანთ ბიძინა ივანიშვილის სახელის ხსენება, არათუ მისი დამსახურების აღნიშვნა ქვეყნისთვის იმ მნიშვნელოვან პროცესებში, რასაც ადგილი ჰქონდა 2012 წლიდან, მაგრამ ეს ფაქტია და ფაქტებს ვერავინ გაექცევა. იქნებ ტყუილია ის, რომ სააკაშვილის მმართველობა ანტიევროპული სტილის ავტორიტარული იყო? საქართველოში არავინ უჩივის გულმავიწყობას და რაც არ უნდა გადაჯგუფ-გადმოჯგუფდნენ, წარსული ყველას ერთი აქვს, ეს წარსული კი „ნაციონალური მოძრაობა“ და მიშა სააკაშვილია.
მე ვთვლი, რომ მადლობა კიდევ ცოტაა, რაც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის ქართველი ხალხისგან“, - წერს ნინო ფოჩხუა.