logo_geo
eng_logo
ლაშა გეგეჭკორი: რას იზამ, მადამ, შენით გამოხვალ ამ სასახლიდან თუ ხელით გამოგიტანოთ იმ ხალხმა, ვინც აგირჩიეთ და ასე გადაგვაგდე?
- +

8 თებერვალი. 2024. 15:59

 

 

ფეისბუქ-მომხმარებელი ლაშა გეგეჭკორი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ახლა მოვუსმინე ზურაბიშვილის გამოსვლას.

 

მისი განცხადებით, ის ქმნის მომავლის ქარტიას - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, იღებს პასუხისმგებლობას მის შექმნაზე და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აარსებს საკოორდინაციო ცენტრს.

 

ანუ ორბელიანების სასახლე მალე ოპოზიციის პოლიტიკური კონსულტაციების ცენტრი იქნება?

 

კაცო, ათონელის N25-ში მდებარე ორბელიანის სასახლის გარემონტება, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაა განთავსებული, სახელმწიფო ბიუჯეტს 26 მლნ. ლარი დაუჯდა.

 

სასახლე წარმოადგენს სახელმწიფო ქონებას,

 

ჩემი აზრით, გაწერილი იქნება მისი დანიშნულება (პრეზიდენტის მოქმედება ადგილზე) და არა მგონია, იქ, იმ ოპოზიციის კონსულტაციების ადგილი იყოს, ვინც ევროპაში „დანოსებს“ დაარბენინებდა - „არ მისცეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, არ ეკუთვნისო…“

 

აფსუს, გრიგოლ ორბელიანი, რომელიც ამ სასახლეში ლიტერატურულ საღამოებს მართავდა…

 

რას იზამ, მადამ, შენით გამოხვალ ამ სასახლიდან თუ ხელით გამოგიტანოთ იმ ხალხმა, ვინც აგირჩიეთ და ასე გადაგვაგდე?

 

„აქ რას მომივარდით“ - დეჟავუ მაქვს“, - წერს ლაშა გეგეჭკორი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner