ფოთში, ქუჩიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ასაკოვანი ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალნენ. ცხედრები ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.