უეფას ერთა ლიგის რიგით მეოთხე გათამაშების წილისყრაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვა.
„ბ დივიზიონის“ მესამე ჯგუფში ჩვენი ნაკრები ჩეხეთს, უკრაინასა და ალბანეთს დაპირისპირდება.
გათამაშების 4 საუკეთესო გუნდი მიიღებს საგზურს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება. ერთა ლიგის პირველი თამაშები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება, ტურნირის ფინალური ეტაპი კი 2025 წლის ივნისში.