logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: საქართველოში შედგა საპარლამენტო დემოკრატია, მუშაობს საპარლამენტო პოლიტიკა და ამ რეფორმის სათავეში გახლავთ სწორედ ირაკლი კობახიძე
- +

8 თებერვალი. 2024. 22:07

"ამ ორი დღის განმავლობაში, ოპოზიციის ქცევიდან გამომდინარე, ცხადია, რომ საქართველოში შედგა საპარლამენტო დემოკრატია და მუშაობს საპარლამენტო პოლიტიკა. ამ რეფორმის სათავეში გახლავთ სწორედ ირაკლი კობახიძე. გამოჩნდა, რომ ოპოზიცია ძალიან კარგად ხვდება თუ ვისთან აქვს დღეს საქმე, პოლიტიკურ ლიდერთან, რომელმაც კარგად იცის შიდასაპარლამენტო პოლიტიკა და პოლიტიკური პროცესები, "- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის დროს განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ოპოზიცია დაკავებული საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟითა და პროცესების დესტაბილიზაციით. მისივე განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კრახი განიცადა.

 

 

„ქართული საზოგადოება არ მიიღებს იმ პოლიტიკურ პარტიას უკან ხელისუფლებაში, რომელმაც უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, ხალხს ჩამოართვა საკუთრება, დაარბია მედია და საქართველოში დაასამარა ევროპულ ღირებულებები. ჩვენს თვალწინ ხდება ახალი პოლიტიკური ბანაკის ჩამოყალიბება, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრე გენეტიკური კოდით, მაგრამ მას ევალება, რომ გაემიჯნოს “ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა ამავე დროს, დაამტკიცოს, რომ არის “ნაციონალურ მოძრაობაზე“ უფრო “ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 


მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მოხსენება მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ მან ქვეყნის განვითარების მომავალი ოთხი წლის გეგმა წარადგინა.

 

 

ირაკლი კობახიძემ ზუსტად დასვა აქცენტები ისტორიას, გეოპოლიტიკურ რეალობას, მომავალ მიზნებსა და ეროვნულ ღირებულებებს შორის. აჩვენა საუკეთესო ბალანსი, რომელიც საქართველოს სჭირდება, რომ ერთი მხრივ, დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება, იდენტობა, გახადოს კიდევ უფრო მეტად საინტერესო დასავლური ცივილიზაციისთვის და ამავე დროს, გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომელსაც ქვეყანას აძლევს გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner