logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე გახარიას პარტიაზე: მართლაც გულსატკენია, როდესაც ადამიანი შენი თანაგუნდელი იყო და შემდეგ „ნაცზე“ უფრო „ნაცი“ ხდება და „ნაცზე“ უკადრებელს კადრულობს, იმიტომ რომ ჰქონია, რომ ღალატი შერჩა
- +

8 თებერვალი. 2024. 22:37

"რაც შეეხება ახლად გამოჩენილ რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც მართლად ლეღვის ფოთლებად გამოიყენება. შემთხვევით არ ვამბობ ამას. კი უნდათ, რომ მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს იმ ლეღვის ფოთოლს, მაგრამ ეს ხომ დადგმულია. არანაირი რეიტინგი არ მეტყველებს იმაზე, რომ ეს „ნაცების“ „კონსტრუქციულობა“ და ამათი „ლეღვისფოთლობა“ შედეგს მოიტანს," - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა პარლამენტში „ყველაფრის კადრების მასტერკლასი“ აჩვენეს.

 

 

„ადამიანი რომ ვიღაცას რაღაცაში უღალატებს, ის მერე ყველაფერს იკადრებს და ყველაფრის კადრების მასტერკლასი აი ამ წინა რიგებიდან ვნახეთ დღეს, ძალიან სამწუხაროდ. მართლაც გულსატკენია, როდესაც ადამიანი შენი თანაგუნდელი იყო აი ამ მოწვევის პარლამენტში, შენთან ერთად, შენი პროპორციული სიით შემოვიდა და შემდეგ „ნაცზე“ უფრო „ნაცი“ ხდება და „ნაცზე“ უკადრებელს კადრულობს. იმიტომ რომ ჰქონია, რომ ღალატი შერჩა. მე მათი მხრიდან მოვერიდებოდი ამ ყველაფერს. მათზე ვეღარაფერი იმოქმედებს პოზიტიურად“, - განაცხადა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner