logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გიორგი გახარიამ რა მოაწყო, დღემდე ვერ გავიგე, ერთი ბუჩუკური მოაწყო პარლამენტში
- +

8 თებერვალი. 2024. 22:38

"გიორგი გახარიამ რა მოაწყო, დღემდე ვერ გავიგე, ერთი, ბუჩუკური მოაწყო პარლამენტში," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

„მადლობას გადავუხდი ყველა იმ დეპუტატს, მათ შორის ოპოზიციიდან, რომლებიც საქმიანად მიუდგნენ ამ განხილვას. თუმცა, იყო არასაქმიანი ნაწილიც ამ დისკუსიაში. თქვენ მოისმინეთ ვაშაძის, ბოკუჩავას გამოსვლები. იყო ტრადიციულად „ლელო“ და ასევე ტრადიციულად იყვნენ ნორჩი გახარიელები. ადრე არსებობდნენ ნორჩი ლენინელები, ლენინმა ოქტომბრის რევოლუცია მაინც მოაწყო, ამ კაცმა რა მოაწყო, დღემდე ვერ გავიგე, ბუჩუკური მოაწყო პარლამენტში“, - აღნიშნა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner