პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პლენარულ სხდომაზე, საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის დროს ირაკლი კობახიძეს მისი რვაწლიანი საპარლამენტო საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადო.
„მან როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, მან როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, მან როგორც პოლიტიკოსმა საპარლამენტო სივრცეში უკვე დატოვა კვალი, რომელიც ჩვენს საპარლამენტო ცხოვრებასაც ეტყობა.
მე მქონდა შესაძლებლობა, რომ ბატონი ირაკლისთან ერთად სხვადასხვა ფორმატში, ღიასა თუ დახურულში, დისკუსიაში, დებატში, დისკუსიაში თუ მოლაპარაკებაში ვყოფილიყავი და მთავარი, რაც ყოველთვის იყო, რჩება და იქნება არის ის, რომ მისთვის ადამიანი არის მთავარი ღირებულება და სამშობლოს ინტერესი არის ყველა გადაწყვეტილების უმთავრესი საზომი. და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ სულისკვეთებით იქნება ჩვენი მთავრობაც.
მნიშვნელოვანია ჩვენი პარლამენტისთვისაც, რომ პირველად აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ხდება ადამიანი საპარლამენტო წიაღიდან. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ოპოზიციისთვისაც მნიშვნელოვანი მომენტია. შესაძლოა, ამითაც იყო განპირობებული ამ დღეების განმავლობაში საკითხის კონსტრუქციული განხილვა.
დარწმუნებული ვარ, რომ სხვა დინამიკა იქნება პარლამენტსა და მთავრობას შორის. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო საინტერესო იქნება ოპოზიციისთვისაც საპარლამენტო ფორმატები და ამ სულისკვეთებით უნდა შევეგებოთ იმ მომავალს, რომელიც ჩვენს პარლამენტს და მთავრობას ერთად გვექნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.