თსუ-ს კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "პოლიტიკაში" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომ თსუ-ს კანცლერობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ორშაბათს მიიღებს.
"პატივს ვცემ მთავრობის მეთაურის აზრს, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ჩემი არჩევა აკადემიური საბჭოს მიერ სამართლებრივი რეგულაციების დაცვით განხორციელდა. მიმაჩნია, რომ აუცილებელია მოვისმინო იმ ადამიანების აზრი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩემს კანდიდატურას. აქედან გამომდინარე, ორშაბათს შევხვდები აკადემიური საბჭოს წევრებს და ამ შეხვედრის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას", - განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.