logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ჩემი საქმიანობის უმთავრესი ამოცანა იქნება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, მისი ინსტიტუციური განვითარება, ჩვენი გენერლების, ოფიცრების, სერჟანტების, კაპრალების, რიგითების გვერდში დგომა და მხარდაჭერა
- +

8 თებერვალი. 2024. 23:47

"დღეს საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის ახალ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მეთაურობით. მხვდა პატივი, სამშობლოს ვემსახურო თავდაცვის მინისტრის რანგში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ლიდერებს წარდგენისთვის და პარლამენტის თითოეულ წევრს მხარდაჭერისთვის, "- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.

 

 

მისი თქმით, მისთვის უდიდესი პატივია თავდაცვის ძალების პროფესიონალ სამხედროებთან და თავდაცვის სამინისტროს კვალიფიციურ სამოქალაქო პირებთან მუშაობა.

 



„ჩემი საქმიანობის უმთავრესი ამოცანა იქნება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, მისი ინსტიტუციური განვითარება, ჩვენი გენერლების, ოფიცრების, სერჟანტების, კაპრალების, რიგითების გვერდში დგომა და მხარდაჭერა. უდიდესი პატივია, ვიმუშაო თავდაცვის ძალების პროფესიონალ სამხედროებთან და თავდაცვის სამინისტროს კვალიფიციურ სამოქალაქო პირებთან ჩვენი მიზნების წარმატებით მისაღწევად“, - წერს ირაკლი ჩიქოვანი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner