logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ იქ მცხოვრები მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები გადაიჭრას
- +

8 თებერვალი. 2024. 23:52

"საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ იქ მცხოვრები მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები გადაიჭრას," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

 

„ჩემი ახალი სტატუსიდან გამომდინარე აუცილებლად მომიწევს საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა. ეს სტატუსთან არის არსებითად დაკავშირებული. რა თქმა უნდა, მომიწევს ადგილზე ჩასვლა. მათ შორის, დღეს გვქონდა საუბარი, საპარლამენტო განხილვის დროს იმ განსაკუთრებულ საჭიროებებზე, რომელიც აქვს გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას. ბუნებრივია, ამით უნდა დავინტერესდეთ და ადგილზე ვიზიტიც იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მათ წინაშე არსებული პრობლემები გადაიჭრას“, - აღნიშნა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner