logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ორი მიზეზია, რატომაც სალომე ზურაბიშვილი არ იმსახურებს თანხმობას საგარეო ვიზიტებზე - მან შეგნებულად, არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია და აწარმოებდა აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ
- +

8 თებერვალი. 2024. 23:59

"ორი მიზეზია, რატომაც სალომე ზურაბიშვილი არ იმსახურებს თანხმობას საგარეო ვიზიტებზე - მან შეგნებულად, არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია და აწარმოებდა აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ," - ასევე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, მისცემს თუ არა პრეზიდენტს საგარეო ვიზიტების ნებართვას.

 

 

ორი მიზეზია, რატომაც სალომე ზურაბიშვილი არ იმსახურებს თანხმობას საგარეო ვიზიტებზე. ერთი არის ის, რომ მან შეგნებულად, არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია და მეორე მიზეზი არის ის, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აწარმოებდა აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ბოლო დღის ჩათვლით ვერ ვათქმევინეთ, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა არასწორი იქნება. ჩვენ სახელმწიფო ინტერესებზე ვზრუნავთ. ჩვენ არ გვაინტერესებს სალომე ზურაბიშვილი სად გაემგზავრება, სად არ გაემგზავრება. ეს არ არის ჩვენთვის ამოსავალი წერტილი“, - განმარტა კობახიძემ.

 

 

რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ ჩამოყალიბების შესახებ, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის წინადადების მიზანი ახალი პარტიის დაანონსებაა.

 

 

სინამდვილეში, ეს არის ახალი პარტიის ანონსი. ეს არის ფსევდოშუაშისტური პოლიტიკური გაერთიანება, რომელმაც უნდა გაამაგროს „ნაცმოძრაობა“ და შევიდეს როგორც მესამე სუბიექტი პარლამენტში, რამენაირად უნდა გადალახოს 5%-იანი ბარიერი. ეს ინიციატივა ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ასეთი პარტიის ანონსს“, - განაცხადა პრემიერმა.

 
right_banner right_banner
არქივი
right_banner