logo_geo
eng_logo
პრემიერი: დღეს მთავრობა შედგება კომპეტენტური, ღირსეული, პატრიოტი ადამიანებისგან - მაქსიმალურად მომართული ვარ ამ გუნდთან ერთად მუშაობისთვის
- +

9 თებერვალი. 2024. 00:04

პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ დღეს მთავრობა შედგება კომპეტენტური, ღირსეული, პატრიოტი ადამიანებისგან. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არავითარი წინაპირობა არ არსებობს იმის, რომ მინისტრთა კაბინეთში ძირეული ცვლილებები მოხდეს.

 

 

მე, თავიდან ბოლომდე მომართული ვარ, რომ ვიმუშაო იმ გუნდთან ერთად, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა. თითოეული წვერი, რომელიც იყო წარმოდგენილი სამთავრობო გუნდში, არის პროფესიონალი, ღირსეული ადამიანი და რაც მთავარია აქვთ გამოცდილება. გასული სამი წელი იყო ძალიან რთული და ამ სირთულის მიუხედავად ამ გუნდმა შეძლო პრობლემების წარმატებით გადაჭრა. მე მაქსიმალურად მომართული ვარ ამ გუნდთან ერთად მუშაობისთვის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner