logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ჩემი ამოცანა იქნება, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველვყო ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება
- +

9 თებერვალი. 2024. 00:07

"ჩემი ამოცანა იქნება, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველვყო და მხარი დავუჭირო ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, "- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მედიასთან განაცხადა.

 

 

„თავდაცვის უწყება და ჩვენი თავდაცვის ძალები არის ძალიან დიდი ორგანიზმი, რომელსაც აქვს კონკრეტული განვითარების გეგმა, ეს გეგმა გაწერილია ჩვენს ხედვაში, ასევე სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტში, ხუთწლიან გეგმაში და დირექტივებში. ბევრი შიდა უწყებრივი დოკუმენტი არსებობს, რომელზეც ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ნაფიქრი და ჩვენ განვითარებას გავაგრძელებთ ამ დოკუმენტით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ თავდაცვის უწყებაში იყოს უზრუნველყოფილო მდგრადობა და მეორე მხრივ განვითარების თვალსაზრისით განჭვრეტადობა. ჩემი ამოცანა იქნება, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველვყო და მხარი დავუჭირო ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და აბსოლუტურად ყველა ოფიცრის, გენერლის, კაპრალის, რიგითის თუ ყველა ადამიანის გვერდით ვიდგები, რომელიც თავდაცვის უწყებაში მსახურობს“, - აღნიშნა მინისტრმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner