„ნაციონალური მოძრაობის“ დაბალ ტონს ავსებდა და გადაასწრო კიდეც პარტიამ „საქართველოსთვის“ და „ლელომ“, რომლებიც აბსოლუტურად დემორალიზებულები, სახედაკარგულები ჩანდნენ დღეს ," - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ეს ის ადამიანები არიან, ვინც ერთობლიობაში „ნაციონალურ მოძრაობასთან ქმნიან რადიკალურ ძალებს. რაღაც ახალი ტაქტიკა აქვს ალბათ რადიკალურ ოპოზიციას. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტონი დაბლა დაწია, სამაგიეროდ, ტონს და ხმამაღალ, ზღვარგადასულ, ყოვლად ამორალურ ქმედებებს მოუმატა პარტიამ „საქართველოსთვის“, რომელსაც დღეს ხუმრობით დავარქვი „პარტია გიორგი გახარიასთვის“, იმიტომ, რომ საქართველოსთვის ეს ხალხი ნამდვილად არ იბრძვის. რაც შეეხება მათ ბელადს და ლიდერს, ნამდვილად ჩანს, როგორ ცდილობენ ამ გაცვეთილი პოლიტიკური ფიგურის რეინკარნაციას და ახლებურად წარმოჩენას“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.