თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან სამინისტროში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მექნება კონსულტაციები პრემიერთან, ასევე იმ ადამიანებთან, ვინც აქამდე იკავებდნენ მინისტრის მოადგილეების პოსტებს, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ ერთობლივად მივიღებთ და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ვაცნობებთ მედიას. წინასწარი კომენტარები და ინფორმაციები, რომელზეც თქვენ (მედია) საუბრობთ და მინიშნებებს აკეთებთ, გეტყვით, რომ ასეთი კონსულტაციები ჯერ არ გვქონია“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.