"ირაკლი კობახიძის სახელი წარმატებასთან, წინსვლასთან, სიღრმისეულ ცოდნასთან და ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ სიყვარულთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, მისი პრემიერ-მინისტრად არჩევა თითოეული ჩვენგანისთვის არის დამატებითი პასუხისმგებლობა და მოტივაცია, რომ ხვალიდან კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით და ერთგულებით ვიყოთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში,"- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველოს პარლამენტში დებატების დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამხელა სხვაობაა „ქართულ ოცნებასა“ და რადიკალურ ოპოზიციას შორის.
„დღესაც ჩვენი საზოგადოება თვალს ადევნებდა იმ დებატებს რაც საქართველოს პარლამენტში გაიმართა და აქედანაც შეიძლება იმ დასკვნის გამოტანა, თუ როგორი უპირატესობა და დიდი სხვაობა არსებობს „ქართულ ოცნებას“ და რადიკალურ ოპოზიციას შორის, როდესაც ჩვენ ვუსმენდით ერთის მხრივ ირაკლი კობახიძის გამოსვლას, კითხვებზე პასუხებს და მეორეს მხრივ ვუყურებდით ოპოზიციას, თუ რა დღეში იყო ჩავარდნილი. ეს ყველაფერი ჩვენთვის ახალი გამოწვევაა. მე პირადად მერვე წელია საქართველოს პარლამენტში ირაკლი კობახიძესთან ერთად მერვე ვმუშაობ და ეს იყო ჩემთვის საოცარი გამოცდილება, მის გვერდით შეუძლებელია, რომ არ გაიზარდო და კიდევ უფრო არ გაიღრმავო ცოდნა. მოხარული ვარ, რომ ირაკლი კობახიძე თავის ცოდნას და გამოცდილებას ჩვენს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს მოახმარს“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.