"ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძემ თავისი კვალიფიკაციით, შესაშური სიღრმისეულობით, უნარით, რომ დეტალებამდე ჩასწვდეს რაღაც საკითხებს, ახალ რეგისტრში გადაიყვანა დისკუსია. როგორც ჩანს, საჭირო შესაძლებლობები ამ დისკუსიაში თანასწორი ოპონირება გასწიოს, ჩვენს ოპოზიციას უბრალოდ ობიექტურად არ გააჩნია, "- ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციის შეცვლილი რიტორიკაც შეაფასა და აღნიშნა, რომ პრემიერს ოპონენტები საგნობრივად ვერ ეკამათებოდნენ.
„ვერ ვიტყოდი, რომ შინაარსობრივად სიცხარე აკლდა დისკუსიას, მაგრამ ოდიოზური გაფორმება და ეპატაჟური ნაბიჯები აკლდა. რა თქმა უნდა, ეს კარგია, რადგან რადიკალიზმი უპირველეს ყოვლისა არასწორი, ექსტრემალური ფორმების შერჩევას გულისხმობს. ამისგან რომ თავისუფალი იყო სივრცე, ეს კარგი სანახავი იყო და მოითხოვს შექებას“, - აღნიშნა სარჯველაძემ.