logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: რეალობაა ის, რომ ამერიკაც ოკუპანტია...
- +

14 სექტემბერი. 2016. 00:39


 

„პოლიტიკურ ველზე ჩვენი შემოსვლა არც  ხელისუფლებას აწყობს და არც ოპოზიციას", - ამის შესახებ "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა, თამაზ მეჭიაურმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.


"მათ მრავალპარტიული პარლამენტი იმ შემთხვევაში აწყობთ, თუ ეს მრავალპარტიულობა ვაშინგტონიდან იქნება მართული. ჩემთვის მიუღებელია მართვა როგორც ვაშინგტონიდან, ასევე მოსკოვიდან. არის პარტიები, რომელთა მართვის პულტი ქვეყნის გარეთ არის და არა შიგნით. ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია არცერთი ქვეყნიდან არ იმართება და თამაზ მეჭიაური არავისგან მართული არ არის", - განაცხადა მეჭიაურმა.


მისი თქმით, რუსეთსა და აშშ-ს საქართველოში თავისი ინტერესები აქვთ, რაც მათი მოქალაქეების ინტერესებზეა აწყობილი და არა ჩვენი მოქალაქეების.


"მე ამომრჩეველს რეალობას ვეუბნები. რეალობაა ის, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20 % ოკუპირებულია და რეალობაა ისიც, რომ ამერიკაც ოკუპანტია. არ მითხრათ, რომ ამერიკაში დემოკრატია 200 წელია ყვავის. არც ინდიელები დავიწყებია ვინმეს და არც - არც თუ ისე შორეულ წარსულში, შავკანიანების მიმართ მათი დამოკიდებულება; არც ვიეტნამი დავიწყებია ვინმეს და არც - ახლო აღმოსავლეთი. ასე რომ, რუსეთი არის იმპერია, მაგრამ ამერიკაც იმპერიაა და ორივეს თავისი ინტერესები აქვს, რაც საკუთარი მოქალაქეების ინტერესებზეა აწყობილი და არა ჩვენი მოქალაქეების.

 

ჩვენ ამერიკასთანაც უნდა ვილაპარაკოთ, თურქეთთანაც და ყველასთან, მაგრამ მიმაჩნია, რომ დღეს, ჩვენი ქვეყნის ბედი მეტწილად, რუსეთში წყდება და ამიტომ, პრაგმატულად, უნდა წავიდეთ და რუსეთს დაველაპარაკოთ. რუსეთის ინტერესს ვითვალისწინებ იმდენად, რამდენადაც ეს ჩემი ქვეყნის ინტერესის დასაცავადაა აუცილებელი", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner