ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
"მივულოცე პრეზიდენტ ალიევს ხელახლად არჩევა და წარმატებები ვუსურვე. ხაზი გავუსვი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან სამომავლო ჩართულობის მნიშვნელობას. განვიხილეთ ევროკავშირისა და აზერბაიჯანის ურთიერთობები, თანამშრომლობა, მათ შორის დაკავშირებადობის და ენერგეტიკის მიმართულებით. ასევე გვქონდა არსებითი დისკუსია სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ", - აღნიშნა შარლ მიშელმა.