სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი და ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას ეხმიანება და წერს:
„ახლა ვუსმენ პარლამენტში ირაკლი კობახიძის გამოსვლას და...
კარგი კი არა, ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი იქნება!
მხოლოდ კარგად კი არ ლაპარაკობს, ისიც ჩანს, რომ კარგად ესმის, რასაც ლაპარაკობს!
წესიერი ინტელექტუალია ირაკლი კობახიძე!
და კიდევ:
ერთი თვის წინ, პირისპირ შეხვედრის და საუბრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ირაკლი კობახიძე სახელმწიფო კაცია!
წარმატებას ვუსურვებ!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.