logo_geo
eng_logo
ლევან თაქთაქიშვილი: მოამზადეთ ბავშვები მომავლისთვის, სადაც სიკეთე სისუსტე იქნება
- +

9 თებერვალი. 2024. 10:38

 

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ჰაგიოგრაფიის სწავლაზე სკოლაში ? ამას კამათი რად უნდა? ეს ხომ აქსიომაა! არავითარ შემთხვევაში! რა საჭიროა? რატომ უქმნით ბავშვს პრობლემებს? რატომ აფიქრებთ მას არჩევისთვის სიკეთისა ან  ბოროტისა? მხოლოდ სიბოროტე და არაფერი ბოროტების გარდა! ან ვეფხისტყაოსანი რატომ უნდა ისწავლოს? არავითარ შემთხვევაში.

 

არც მგზავრის წერილები, არც ოთარაანთ ქვრივი, რამეთუ ის ბედნიერების მოძებნაში შეუშლის ხელს. რა თავისად დასანახი თვალის დახუჭვა და შვილის თვალით ყურება? ერთი ქმარი მოუკვდა? მეორე მონახოს! არ მოეწონება? დავაი ნა ხ...

 

რა ჰაკი აცბა? ვიღაც სოციალურად დაწინაურებულ კაცს გადააყოლო თავი, რომელსაც შენი დედის ძუძუ უწოვია? დაიცა რა! ერთი ვედრო რძე მოსთხოვოს და ბარი ბარში!

 

მოამზადეთ ბავშვები მომავლისთვის, სადაც სიკეთე სისუსტე იქნება და პატრიოტიზმი - გამოყლ... ბა! მაშ!

 

დაიცა, ეს მგონი უკვე ასეა! ა? - წერს ლევან თაქთაქიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner