კასპის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად კოდისწყაროს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
ადგილობრივების უშუალო ჩართულობით გამოვლინდა განსახორციელებელი პროექტები. ყველა პროექტს მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოქალაქეთა ჩართულობის გააქტიურებასა და სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრას უწყობს ხელს.