logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე მთავრობის დამტკიცებაზე: ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაწყებულია და მას ღირსეული გაგრძელება ექნება!
- +

9 თებერვალი. 2024. 11:30

 

 

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის დამტკიცებას. მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ახალი პოზიცია მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყნის წინსვლა დაწყებულია.

 

„ვულოცავ ბატონ ირაკლის ამ დიდი ნდობის მოპოვებას! ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ასეთი განათლებული, მოაზროვნე და უაღრესად პასუხისმგებლიანი პრემიერის არჩევას! დღევანდელი დღეც ამის ნათელი მაგალითია. ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაწყებულია და მას ღირსეული გაგრძელება ექნება! ამას ვერავინ შეაჩერებს, რადგან ძალა ხალხშია და ხალხი ხელისუფლებასთან!“ - წერს ხუნდაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner