logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: პარლამენტართა 84 ხმით, ირაკლი კობახიძე საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრია. მას და მის სამთავრობო გუნდს ვუსურვებ მშვიდობას და წარმატებებს ჩვენი ქვეყნის მართვაში
- +

9 თებერვალი. 2024. 12:15

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს და მას და მის სამთავრობო გუნდს მშვიდობას და წარმატებებს უსურვებს.

 

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, პასუხისმგებლიანი და გონიერი "ქართული ოცნების" ხელისუფლება ეგზისტენციურად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებისთვის.

 

„პარლამენტართა 84 ხმით, ირაკლი კობახიძე საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრია. მას და მის სამთავრობო გუნდს ვუსურვებ მშვიდობას და წარმატებებს ჩვენი ქვეყნის მართვაში უდიდესი შიდა და გარე გამოწვევების ფონზე. წინ ურთულესი წლებია გლობალური ქარცეცხლის პირობებში. პასუხისმგებლიანი და გონიერი "ქართული ოცნების" ხელისუფლება ეგზისტენციურად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებისთვის.

 

ერთიანობა, სტაბილურობა და განვითარება საქართველოს!“-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner