logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ჩვენი, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის ამოცანაა, სწორედ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ევროპული წესები დავამკვიდროთ
- +

9 თებერვალი. 2024. 12:55

 

 

“ჩვენი, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის ამოცანაა, სწორედ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ევროპული წესები დავამკვიდროთ, ეს ხალხი კი გვეუბნება წესს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირში აპრობირებულ მეთოდს”, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

„ამ შემთხვევაში ჩვენი ამოცანაა, რომ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებულმა, ნეიტრალურმა, დამოუკიდებელმა წევრებმა შეძლონ „ცესკოს“ მართვა, რა თქმა უნდა, პარტიის მიერ დანიშნულ წევრებთან ერთად. ოპოზიცია ჩვენ გვთავაზობს მოდელს და მათ სურთ, რომ არჩევნებს საქართველოში ატარებდეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ეს არის ნონსენსი. მაშინ, როცა გველაპარაკებიან ევროკავშირის წესებზე და ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ჩვენ მათ ყოველთვის ვთხოვთ ხოლმე დაასახელონ ევროკავშირის წევრი რომელიმე ქვეყანა, სად არის ის წესი, რომელსაც ისინი გვთავაზობენ. ჩვენი, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის ამოცანაა, სწორედ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ევროპული წესები დავამკვიდროთ. ეს ხალხი გვეუბნება წესს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირში აპრობირებულ მეთოდს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა, ეს წესი დროულად შეიცვალოს და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენ მიერ წარმოდგენილი ცვლილება“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

 

პარლამენტი საარჩევნო ცვლილებათა პაკეტის განხილვას უბრუნდება, რომელიც ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას ითვალისწინებს. დეპუტატები საკითხს დღეს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner