„ნიკა გვარამიას მინდა მივმართო - შენი ყველა მცდელობა გაემიჯნო ნაცებს და სააკაშვილს, მარტივი მიზეზის გამო, დასრულდება კრახით“, - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტი ეხმიანება ნიკა გვარამიას მიერ ახალი პოლიტიკური პარტიის შესაძლო შექმნას და აცხადებს, რომ სწორედ ის იყო "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგი და ყველა უბედურების შემოქმედი.
"ნიკა გვარამიას მინდა მივმართო - შენი ყველა მცდელობა გაემიჯნო ნაცებს და სააკაშვილს, მარტივი მიზეზის გამო, დასრულდება კრახით. შენ ხარ სისხლიანი რეჟიმის იდეოლოგი, შენ ხარ ადეიშვილის სისხლიანი პროკურორი, შენ ხარ ყველა იმ უბედურების შემოქმედი და აღმსრულებელი, რაც ნაცმოძრაობის დროს ქვეყანაში დაატრიალეთ. შენ ხარ ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი აგენტი, დაუნდობელი ჯალათი და ერთ ადგილზე რომ გაირღვე, რაც არ უნდა შეიცვალო იმიჯი, უფრო მეტი სერიოზულობისთვის შეიბა ჰალსტუხი და გაიკეთო სათვალე, მაინც ვერ გაემიჯნები შენ ბელადს და პატრონებს." - წერს ფოჩხუა Facebook-ზე.