„ჩვენ დარწმუნებული ვართ, მთავრობა და პარლამენტი ერთობლივად გაცილებით მეტს შევძლებთ, მეტს შევმატებთ ევროინტეგრაციას“, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„საქართველოს ჰყავს ძალიან კვალიფიციური, კომპეტენტური, დიდი გამოცდილების მქონე, საერთაშორისო სამართლის მცოდნე, ევროპული კონსტიტუციის ავტორი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც გამოირჩევა გუნდურობით, კვალიფიციურობით, საქმეების სიღრმისეული ცოდნით და ჩვენ დარწმუნებული ვართ, ერთობლივად, ერთად, მთავრობა და პარლამენტი გაცილებით მეტს შევძლებთ, მეტს შევმატებთ ევროინტეგრაციას“, - აღნიშნა ზარქუამ.
ირაკლი კობახიძე ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრია. მთავრობის განახლებული შემადგენლობა დღეიდან მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. პარალელურად პრემიერი მილოცვებს იღებს.