ცნობილ ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, ყოფილ დეპუტატსა და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანს 13 თებერვალს დაკრძალავენ.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 12 თებერვალს მსახიობს ქაშუეთის ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
ასევე, დღეს საღამოდან 11 თებერვლის ჩათვლით პანაშვიდი მის საცხოვრებელ სახლში იქნება.
სოსო ჯაჭვლიანს ქაშუეთის ტაძრიდან 13 თებერვალს გამოასვენებენ და საბურთალოს ე.წ. კერძო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.