logo_geo
eng_logo
ვალერი ზალუჟნისა და კირილ ბუდანოვს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭათ
- +

9 თებერვალი. 2024. 16:28

 

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს, გენერალ ვალერი ზალუჟნისა და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელს, გენერალ-ლეიტენანტ კირილ ბუდანოვს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა და „ოქროს ვარსკვლავის“ ორდენები გადაეცა. შესაბამის ბრძანებებს ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა ხელი.

 

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ზალუჟნის უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის და უკრაინელი ხალხისთვის თავდადებული მსახურებისთვის.

 

რაც შეეხება ბუდანოვს, მას უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა პირადი მამაცობისა და გმირობისთვის, რომელიც მან გამოავლინა სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის, და უკრაინელი ხალხისთვის თავდადებული მსახურებისთვის.

 

8 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების  მთავარსარდლის თანამდებობიდან ვალერი ზალუჟნი გაათავისუფლა და მის ნაცვლად სახმელეთო ჯარების სარდალი ოლექსანდრ სირსკი დანიშნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner