logo_geo
eng_logo
ზვიად ჩიტიშვილი: სასამართლო მოვიგეთ!
- +

14 სექტემბერი. 2016. 10:41


 

„სასამართლო მოვიგეთ!" - ასე ეხმაურება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში „ჩვენი სამშობლოს" ლიდერი ზვიად ჩიტიშვილი.

 

ცნობისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლოს" საარჩევნო რეგისტრაციის აღდგენა დაევალა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ მიიღო.


მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილის გადაწყვეტილებით, ბათილად არის ცნობილი ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულება, რომლის თანახმადაც, საარჩევენო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო" რეგისტრაციიდან მოიხსნა. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაევალა, გამოსცეს ახალი განკარგულება, რომლის თანახმადაც „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო" საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდება და ასევე გატარდება მისი პროპორციული სია.


მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორი დღის ვადაში აქვს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაეკისრა 100 ლარი საარჩევნო ბლოკ „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს" სასარგებლოდ, რაც საარჩევნო ბლოკმა სასამართლოში სარჩელის შეტანის მიზნით დახარჯა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner