logo_geo
eng_logo
მარტვილში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დასრულდა
- +

9 თებერვალი. 2024. 18:57

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა.

 

პრიორიტეტების გამოსავლენად, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 5 თებერვლიდან 9 თებერვლის ჩათვლით 20 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 74 სოფელში, 54 საერთო კრების სხდომა და 20 კონსულტაცია გაიმართა.

 

შეხვედრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილე გივი ელიავა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მერიის შესაბამისის სამსახურის თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

 

2024 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება. მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვიტა, რას მოხმარდება თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner