logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში არის პაიკი და არა დედოფალი, შესაბამისად მისი როლი ნომინალურია და მას ოპოზიცია მხოლოდ საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენებს
- +

9 თებერვალი. 2024. 19:31

 

 

„პოლიტიკურად გაკოტრებული ოპოზიციური სპექტრი „ფანჩატურის“ იდეას ვერ სცდება და ფაქტია, მათი პოლიტიკური დღის წესრიგიც ზუსტად ამ გეგმით მიდის. მათ მიერ ეს ხერხი უკვე ნაცადია, ემყარება მხოლოდ დესტრუქციას და საბოლოოდ პოლიტიკურ გაფეილებამდე მიდის“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, დადასტურდა, რომ სალომე ზურაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის პლატფორმები იქნება ძალა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მისი დამარცხების მიზნით და ძალიან მალე „ნაციონალური მოძრაობისა“ და სალომე ზურაბიშვილის ღია პოლიტიკურ კოალიციას ვიხილავთ.

 

„2023 წლის 20 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, შექმნან პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი. 2024 წლის 6 თებერვალს საპარლამენტო ტრიბუნიდან დაკვეთილი შინაარსის პოლიტიკური შეტყობინებები გაავრცელა საქართველოს, მაგრამ არა ქართველი ხალხის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მან მიხეილ სააკაშვილის იდეას ღიად დაუჭირა მხარი და დააანონსა პლატფორმის შექმნა ევროპული მიზნის ირგვლივ. დადასტურდა, რომ სალომე ზურაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის პლატფორმები იქნება ძალა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მისი დამარცხების მიზნით და ძალიან მალე „ნაციონალური მოძრაობისა“ და სალომე ზურაბიშვილის ღია პოლიტიკურ კოალიციას ვიხილავთ. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში არის პაიკი და არა დედოფალი, შესაბამისად მისი როლი ნომინალურია და მას ოპოზიცია მხოლოდ საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენებს და საბოლოოდ პოლიტიკურ სანაგვეზე მოისვრის. პოლიტიკურად გაკოტრებული ოპოზიციური სპექტრი „ფანჩატურის“ იდეას ვერ სცდება და ფაქტია, მათი პოლიტიკური დღის წესრიგიც ზუსტად ამ გეგმით მიდის. მათ მიერ ეს ხერხი უკვე ნაცადია, ემყარება მხოლოდ დესტრუქციას და საბოლოოდ პოლიტიკურ გაფეილებამდე მიდის. მიდის და მიდის“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner