უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის გამოცდილება აუცილებლად იქნება გამოყენებული უკრაინის გამარჯვებისთვის.
„დარწმუნებული ვარ, რომ ვალერი ზალუჟნის გამოცდილება აუცილებლად იქნება გამოყენებული ჩვენი შემდგომი გამარჯვებისთვის“, - აღნიშნა ალექსეი დანილოვმა.
„ჩვენ ყველანი უკრაინელები ვართ. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ გაერთიანებულნი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ახლა დროებით ჩვენს ტერიტორიაზეა. და ჩვენ უნდა ჩავრთოთ ყველა, ვისაც აქვს გამოცდილება, ვისაც აქვს ბრძოლის სურვილი ჩვენი გამარჯვებისთვის“, - დასძინა მან.