logo_geo
eng_logo
ისრაელის პარლამენტის სპიკერმა გააუქმა შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან
- +

9 თებერვალი. 2024. 21:14

 

 

ისრაელის პარლამენტის სპიკერმა, ამირ ოჰანამ განაცხადა, რომ გააუქმა შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან, რომელიც დღეს ნიუ-იორკში უნდა გამართულიყო. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

 

"შეხვედრის გაუქმება უმიზეზოდ არ მომხდარა. მე განზრახული მქონდა მისი დარწმუნება, მაგრამ გუშინ მან კვლავ მოუწოდა ისრაელის სახელმწიფოს ბრძოლის შეწყვეტისკენ და გააკრიტიკა ისრაელი, მიუხედავად იმისა, რომ "ჰამასი" ადამიანებს ცოცხალ ფარად იყენებს", - აღნიშნა ისრაელის პარლამენტის სპიკერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner